Support & Resistance



კრიპტოვალუტის (და არამხოლოდ) ფასებზე საუბრისას, ადვილად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის ხარების (buyers) და დათვების (sellers) პირისპირ შერკინება. ხარების მიზანია ფასების ზრდა, ხოლო დათვების კი პირიქით, მათი შემცირება. საბოლოოდ, ფასის მიერ არჩეული კურსი მოწმობს, თუ ვინ გახდა ამ ბრძოლაში გამარჯვებული.

დავაკვირდეთ ბიტკოინის (ან რომელიმე პოპულარული ალტკოინის) მაგალითს. ბოლო პერიოდში, რამდენჯერაც ფასმა მიაღწია ერთ კონკრეტულ ზღვარს (მაგ. 6200), ხარებმა შესძლეს სიტუაციაზე კონტროლის მოპოვება და ფასების შემდგომი ვარდნისაგან თავი დაიზღვიეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მითითებულ ნიშნულზე მათთვის მისაღები აღმოჩნდა ინვესტიციების განხორციელება.

ზემოხსენებული „Price Action“ წარმოადგენს ე.წ. Support ზონას, რადგანაც „ხარები“ არსებულ ფასს ზურგს უმაგრებენ. დაახლოებით მსგავსი სიტუაცია გვხვდება, როდესაც საუბარია ე.წ.resistance (რეზისტენტულ) ზონებზე. ეს ის ინდიკატორია , სადაც სელერები, ანუ „დათვები“ მართვის სათავეებს იღებენ ხელში და ფასს არ აძლევენ საშუალებას კონკრეტული (ზედა) ნიშნული გადაკვეთოს, ანუ ერთგვარ წინაღობასაც ქმნიან.

Support level – როდესაც მიღწეულია ზემოაღნიშნული დონე, ინვესტორთა უმრავლესობა თვლის, რომ დიდი ალბათობით, ამა თუ იმ კრიპტოვალუტის ფასი დაექვემდებარება ზრდის ტენდენციას .

Resistance level  – ამ შემთხვევაში კი პირიქით, ინვესტორებს მიაჩნიათ, რომ ფასები კრიპტოვალუტაზე სავარაუდოდ შემცირდება.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ ინვესტორთა დამოკიდებულებას ცვალებადობა ახასიათებს .  ეს უკანასკნელი კი, ხანდახან მკვეთრ ელფერს იძენს და ასეთ დროს, როგორც წესი, მოვლენები დრამატულად ვითარდება.

არის შემთხვევები, როდესაც ბრეიქაუთის შემდეგ ინვესტორთათვის მისაღებია ტრეიდინგის წარმოება ახალ, ზედა ნიშნულზე. ეს კი, ერთგვარი ბიძგია ახალი ან პოტენციური ინვესტორებისთვის, რომ მოახდინონ შესაბამისი რეაგირება, რის შედეგადაც იზრდება ფასიც და მასთან ერთად მოცულობაც.

Support & resistance ზონების წარმოქმნა ჩარტებში, ალბათ ყველაზე შესამჩნევი და ხშირი მოვლენაა. ამ ზონებში შეღწევა შეიძლება გამოწვეული იყოს იმ ფუნდამენტური ცვლილებებით, რომლებიც, როგორც წესი, აჭარბებს ინვესტორთა მოლოდინს. მიზეზი იმდენად დიდი მნიშვნელობის მატარებელი არ არის, რამდენადაც შედეგი ან ეფექტი: ახალი მოლოდინი ქმნის ახალ რეალობას, ანუ ფასის ახალ სიმაღლეს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბრეიქაუთი ყოველთვის ერთნაირი არ არის და ვერც იქნება. ხშირია შემთხვევები, როდესაც ეს უკანასკნელი წმინდა წყლის ემოციურ ფაქტორზეა აგებული.

Supply & Demand

Support და resistance თავისი არსით სხვა არაფერია, თუ არა კლასიკური გაგებით,  მოთხოვნა და მიწოდება (ანუ,Supply & Demand) . Supply, ანუ მიწოდების ხაზი ყოველთვის მიმართული იქნება ქვევიდან ზევით, რადგანაც ფასის ზრდასთან ერთად სელერების რაოდენობაც გაიზრდება (უფრო და უფრო მეტ ადამიანს მიეცემა შესაძლებლობა გაყიდოს ძვირად). ხოლო Demand, ანუ მოთხოვნის ხაზი კი, გვაწვდის ინფორმაციას  ფასის ისეთ ნიშნულზე, რომლის ფარგლებშიც მყიდველებს სურთ კონკრეტული კრიპტოვალუტის შეძენა. შესაბამისად, მოთხოვნის ფასი, მიმართული იქნება ზევიდან ქვევით, რადგანაც ფასების კლებასთან ერთად, მყიდველთა რაოდენობაც გაიზრდება.

ცხადია, რომ ვერც მყიდველები და ვერც გამყიდველები თავიანთი სურვილისამებრ ვერ აარჩევენ ფასს მოცემულ მომენტში. ამიტომაც, ისინი ვალდებულნი არიან, მონიშნონ მათთვის მისაღები ნიშნული , რომლის ფარგლებშიც მყიდველს ყიდვა შეეძლება, ხოლო გამყიდველს კი გაყიდვა.  არსებობს ასეთი ტერმინი, Equilibrium Point – ანუ, ერთგვარი წონასწორობის წერტილი, რომლის მეშვეობითაც მოთხოვნისა და მიწოდების ხაზები ერთმანეთს კვეთს და ამ დროს, ორივე მხარე ახორციელებს მითითებულ ტრანზაქციას.

თავისუფალი ბაზრის პირობებში, ინვესტორთა მოლოდინის ცვალებადობასთან ერთად, იცვლება საბაზრო პირობებიც. მაგრამ რამდენად თავისუფალია არსებული გარემო კრიპტოვალუტის ირგვლივ, ეს ჯერ კიდევ საკითხავია.

თუ განვლილი თვეების გამოცდილებას გავითვალისწინებთ, Resistance-ის ბრეიქაუთის შემთხვევაში ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც  Demand ხაზიც ახალ რელსებზე გადაეწყობოდა, რადგანაც ბევრი ინვესტორისთვის ახალი ფასი პრობლემას არ წარმოადგენდა. ზუსტად, ანალოგიური რამ ხდებოა support ზონის გარღვევის შემთხვევაშიც, რადგანაც ფასის მიერ აღმოჩენილი ახალი ქვედა ნიშნულიც მრავალი ინვესტორისთვის იყო მიმზიდველი და საინტერესო.

ტრეიდერთა „სინანულის პერიოდი“

Support და resistance ზონებში შეღწევის შემდეგ, ტრეიდერები ხშირად ეჭქვეშ აყენებენ ფასის ახალ მაჩვენებელს და რადგანაც ახალი რეალობა მათი კომფორტის ზონას სცილდება, იწყება გაყიდვების მორიგი ციკლი, რომელსაც „ტრეიდერთა სინანულის“ სახელით ვიცნობთ. ამ მოვლენის შემდეგ, ფასები დროებით ძველ, მანამდე არსებულ Support და resistance დონეს უბრუნდება. მომდევნო Price-action, რაც ზემოხსენებულ პროცესს მოსდევს შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს მოვლენების შემდგომი განვითარებისთვის. ასეთ დროს, სიტუაცია შეიძლება ორი სცენარით წარიმართოს:

  1. მოლოდინთა კონსესუსის თანახმად, ახალი ფასი ორივე მხარისთვის მიუღებელია და ის აუცილებლად დაუბრუნდება ძველ ნიშნულს. ან
  2. ინვესტორები ახალ ფასზე შეჯერდებიან. ასეთ შემთხვევაში, ფასები ზრდას გააგრძელებენ მანამ, სანამ ახალ resistance ზონამდე არ მიაღწევენ.

როდესაც მოლოდინთა კონსესუსი ერთხმად ჯერდება იმ აზრზე,რომ ახალი ფასი არ არის საიმედო, ადგილი აქვს კლასიკურ BULL TRAP-ს (ანუ, სხვაგავარად რომ ვთქვათ, ყალბ ბრეიქაუთს). იგივე სიტუაცია გვხვდება, როცა ადგილი აქვს ე.წ. BEAR TRAP-ს.

ბრეიქაუთის დროს, ობიექტური სიტუაციური ანალიზისთვის აუცილებლად უნდა ვაკონტროლოთ მოცულობა, ანუ  Volume, რომელიც თან ახლავს ამ უკანასკნელს. თუ ფასები ბრეიქაუთს განიცდიან მკვეთრად მომატებული მოცულობის პირობებში, ეს იმის მანიშნებელია, რომ ახალი ტრენდი არსებულზე გაბატონდება და თამაშის ახალ წესებსაც შემოგვთავაზებს. ეს უფრო ცხადი ხდება მას შემდეგ, რაც „სინანულის“ პერიოდში მოცულობის ოდენობა შემცირდება (ეს იმის მანიშნებელია, რომ ინვესტორთა მხოლოდ მცირე რაოდენობას არ აწყობს ახალი რეალობა).

სამაგიეროდ, როდესაც ბრეიქაუთი ხდება ზომიერი მოცულობის ფარგლებში, აშკარაა, რომ ინვესტორთა მცირე ჯგუფი აღმოჩნდა მზად ახალი ფასის მისაღებად. შედეგად კი, ფასები მანამდე არსებულ ნიშნულს დაუბრუნდება.

Resistance როგორც Support 

როდესაც რეზისტანსის ზონაში ხდება წარმატებით შეღწევა, როგორც წესი, ეს დონე სამომავლოდ გახდება support დონე. ანალოგიურად, როდესაც support ზონის გარღვევას ექნება ადგილი, ის შეიძლება გადაიქცეს Resistance ზონად.  მსგავსი ქცევა ტრეიდინგის განუყოფელი და გასათვალისწინებელი ნაწილია.

Support და resistance ზონებზე ხშირად შევხვდებით ფასების ფლუქტუაციას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ Support და resistance მიზანი სულაც არაა კრიპტოვალუტის აბსოლუტური ღირებულების წარმოჩენა, არამედ იმის გაცნობიერება, რომ როდესაც მოლოდინი დრამატულად იცვლება, ფასიც მის შესაბამისად მოცემული მომენტიდან სხვანაირად დაიწყებს ქმედებას.

როდესაც ფასები წინა Support ზონას უახლოვდებიან, ინვესტორები ცდილობენ დანაკარგის შემცირებას კრიპტოვალუტის გაყიდვის გზით.

ეს ფენომენი ძალიან ხშირად გვევლინება თანამედროვე რეალობაში. შესაბამისად, გამოცდილი ტრეიდერები ჩარტის შესწავლის დროს, დიდ ყურადღებას უთმობენ ისტორიულ Support და resistance დონეებს. მოკლედ რომ ვთქვათ, საუბარია ბაზრის ზოგადი „კლიმატის“ შესწავლაზე.